2019 - 2021 წლებში გაზიფიცირებისთვის ინტენსიური სამუშაოები იგეგმება

26.02.2019
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია”, საქართველოს მთავრობის განკარგულებების საფუძველზე, მოსახლეობის გაზმომარაგების მიზნით, სამშენებლო სამუშაოებს სისტემატურად ახორციელებს. სამწლიანი გეგმის ფარგლებში, 2019-2021 წლებში, ქვეყნის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოები დასრულდება. რის შემდეგაც, 2022 წლისთვის საქართველოს მოსახლეობის 85%-ს ექნება ბუნებრივი გაზით სარგებლობის შესაძლებლობა. აღნიშნული  სამუშაოებისათვის  სახელმწიფო ბიუჯეტიდან 209 მილიონი ლარი დაიხარჯება.