დაბა ვალეში გაზგამანაწილებელი სადგურის სარემონტო სამუშაოები ჩატარდება

05.12.2016
შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" მიერ დაბა ვალეს გაზგამანაწილებელ სადგურზე დაგეგმილია სარემონტო სამუშაოების განხორციელება. აღნიშნული სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 6 დეკემბერს 07:00 საათიდან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება დაბა ვალეს, ასევე სოფლებს: ნაოხრებს, წყალთბილასა და აბათხევს.  შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია", შესაძლო დისკომფორტის გამო, მომხმარებელს ბოდიშს უხდის.