გურჯაანის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსახლეობის მიერ „რუსთავი-თელავი-ჟინვალის“ მაგისტრალური გაზსადენი დაზიანდა

10.11.2016
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 9 ნოემბერს გურჯაანის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების მიმდინარეობის დროს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ დაზიანდა „რუსთავი-თელავი-ჟინვალის“ მაგისტრალური გაზსადენის DN-150მმ მაღალი წნევის მილსადენი. აღნიშნული ფაქტის გათვალისწინებით, ბუნებრივი გაზის მიწოდება დროებით შეწყდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ჩალაუბანსა და მელაანში, ასევე კომერციულ ობიექტზე - „გამა+“. აღნიშნულის გათვალისწინებით კომპანიაში დაუყოვნებლივ იქნა მიღებული შესაბამისი ზომები, კომპანიის თანამშრომლები აქტიურად მუშაობენ დაზიანების აღმოსაფხვრელად რის გამოც ბუნებრივი გაზის მიწოდება დღის ბოლომდე აღდგება. შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის მოსახლეობას.