"წითელი ხიდი-წალკა-ალასტანის" მაგისტრალურ გაზსადენზე გადაუდებელი სამუშაოები მიმდინარეობს

24.10.2016
"წითელი ხიდი-წალკა-ალასტანის" მაგისტრალური გაზსადენის (ახალქალაქის) D-300მმ პოლიეთილენის გაზსადენი მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს მიწის საექსკავაციო სამუშაოების მიმდინარეობისას დაზიანდა, რის შედეგადაც ავარიულ რეჟიმში გადაიკეტა აღნიშნული მაგისტრალური გაზსადენი. შექმნილი მდგომარეობის გამო, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ აქალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებს. შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ მყისიერად დაიწყო ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოები. პრობლემა აღმოფხვრილ იქნება ხვალ შუადღემდე და, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებს გაზის მიწოდება შეუფერხებლად მიეწოდევათ. შპს საქართველის გაზის ტრანსპორტირების კომპანია შექმნილი ვითარების გამო მომხმარებელს ბოდიშს უხდის.