ახალი ამბები
04.08.2022
მსოფლიო ბანკის ადგილობრივი წარმომადგენლები შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ხელმძღვანელ გუნდს შეხვდნენ. გასაუბრება მიმდინარეობდა ინდივიდუალურ რეჟიმში. კომპანია ერთ-ერთია, რომელსაც სახელმწიფო საწარმოთა კორპორატიზაციის რეფორმის პირველი ეტაპი შეეხება.
04.08.2022
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” რუსთავი-თელავი-ჟინვალის D-300მმ მაგისტრალურ გაზსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.
03.08.2022
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” საგურამო-ქუთაისის DN-700მმ მაგისტრალური გაზსადენის ზესტაფონის განშტოებაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. პროექტის ფარგლებში აღნიშნული განშტოების 2.3კმ-ზე არსებული კოროზირებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა.
01.08.2022
“საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მ/წ 4 აგვისტოს რუსთავი-თელავი-ჟინვალის D-300მმ მაგისტრალურ გაზსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. კერძოდ, პროექტის ფარგლებში აღნიშნული გაზსადენის 211.9კმ-ზე არსებული კოროზირებული მონაკვეთი შეიცვლება ახლით.