ახალი ამბები

27.01.2016
გურიის რეგიონში არსებული რთული მეტეოროლოგიური პირობებისა და ძლიერი ყინვების გამო ჩოხატაურის DN 200 მმ განშტოებაზე მწყობრიდან გამოვიდა გაზის წნევის რეგულატორი, რომელმაც ავტომატურ რეჟიმში გამოიწვია ჩოხატაურის გაზმომარაგების დროებითი შეფერხება. აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად ადგილზე დილიდან ინტენსიურად მუშაობს შპს ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების“ კომპანიის საავარიო ბრიგადა. სავარაუდოდ, გაზმომარაგება აღდგება უახლოეს საათებში.
18.01.2016
კოჯრის ბავშვთა სახლს ახალი წელი საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ მიულოცა. კომპანიის გენერალური დირექტორი გია ბენაშვილი ბავშვთა სახლს ესტუმრა და საჩუქრები პირადად გადასცა. ბავშვები ტკბილეულისა და სათამაშოების გარდა ცირკის ბილეთებითაც დასაჩუქრდნენ.    
23.12.2015
ქუთაისი-სოხუმის DN  700 მილიმეტრიანი გაზსადენის მარშრუტის ცვლილება გახდა აუცილებელი ქუთაისის შემოვლითი სამტრედიის 31 კილომეტრიანი გზის მშენებლობასთან დაკავშირებით. შპს „გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ აღნიშნული წარმატებით განახორციელა, გაზსადენის მარშრუტი შესაცვლელად შესაბამისი სამუშაოები უკვე დასრულებულია. 
23.12.2015
მიმდინარე წლის ნოემბერში გურიის რეგიონში მოსული უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე სუფსამ სოფელ ძიმითთან გამორეცხა მდინარის მარცხენა ნაპირი და გააშიშვლა ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის D529 მილიმეტრიანი  განშტოების 28-ე კილომეტრზე არსებული მონაკვეთი. აღნიშნულმა ფაქტმა გაზსადენის გაწყვეტის რეალური საფრთხე შექმნა, რაც მთლიანად აჭარის რეგიონისა და გურიის გარკვეული სოფლების ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტას გამოიწვევდა. წინასაავარიო სიტუაციის აღმოფხვრის, გაზსადენის დაზიანებისა და ზემოთ აღნიშნული რეგიონებისათვის ბუნებრივი აირის მიწოდების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, შპს „გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ შესაბამის სამუშაოებს ახორციელებს.