ახალი ამბები

18.10.2017
  შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ გაცნობებთ, რომ გარეშე პირის ზემოქმედების შედეგად დაზიანდა “რუსთავი-თელავი-ჟინვალის“ DN-300მმ მაგისტრალური გაზსადენი, რის გამოც აღნიშნული მილსადენის 83-ე კილომეტრზე აუცილებელი გახდა სარემონტო სამუშაოების განხორციელება. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება გურჯაანის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს: ჩალაუბანს, მელაანს, კარდენახს, ბაკურციხესა და კოლაგს. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ტექნიკური ჯგუფების მიერ “რუსთავი-თელავი-ჟინვალის“ DN-300მმ მაგისტრალურ გაზსადენზე სარემონტო სამუშოები ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს და ბუნებრივი გაზის მიწოდება მილსადენის შეკეთების დასრულებისთანავე აღდგება.
11.10.2017
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია რუსთავი-თელავი-ჟინვალის 300 მმ მაგისტრალური გაზსადენის სარემონტო - პროფილაქტიკურ სამუშაოებს ახორციელებს,   რომლის დროსაც წინანდლის განშტოებაზე,  115,00 – 0,8 კმ-ზე, DN – 219 მმ -იანი კოროზირებული კომპენსატორის გამოცვლა მოხდება. აღნიშნულ სამუშაოებთან ერთად, წინანდლის გაზგამანაწილებელ სადგურში,  DN – 100 მმ -იანი მაღალი წნევის ახალი ონკანი დამონტაჟდება. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს 08:00 საათიდან 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება თელავის მუნიციპალიტეტის რამოდენიმე სოფელს: აკურას, ვანთას, ბუშეტს, ქვემო ხოდაშენს, წინანდალს, ნასამხრალს, კისისხევსა და კონდოლს.
04.10.2017
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონისძიებათა გეგმით გათვალისწინებულ სამ პარალელურ სამუშაოს ახორციელებს, რომლის დროსაც ,,ვლადიკავკაზ-თბილისის’’ DN-700 მმ მაგისტრალური გაზსადენის 59.4 კმ, დაზიანებული მონაკვეთის ჩაჭრა (ლუპინგი) განხორციელდება, პარალელურად იმავე მაგისტრალურ გაზსადენზე 70.0 კმ და 73.8 კმ მონაკვეთებზე გაზგამანაწილებელ სადგურების სნოს და ვარდისუბნის განშტოების 2 ონკანი ახლით შეიცვლება.  აქედან გამომდინარე მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს 07:00 დან 20:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ, ყაზბეგის რაიონის სოფლებს: დაბა სტეფანწმინდა, სოფელი გერგეთი, სოფელი აჩხოტი, სოფელი სნო, სოფელი ახალციხე, სოფელი კარკუჩა, სოფელი ჯუთა, სოფელი არშა, სოფელი ფანშეტი, სოფელი გარბანი, სოფელი სიონი, სოფელი ვარდისუბანი, სოფელი ტყარშეთი, სოფელი გორისციხე, სოფელი ფხელშე, სოფელი ხურთისი, სოფელი ყანობი. ასევე კომპლექსს შპს ,,სასტუმრო ყაზბეგს’’.