ახალი ამბები
09.03.2018
ყარადაღ-თბილისის 496-ე კილომეტრზე არსებულ სოფელ გამარჯვების განშტოებაზე ჩამკეტი ონკანის საავარიო მდგომარეობის ლიკვიდაციის მიზნით შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" შესაბამის სამუშაოებს ახორციელებს, რის გამოც მიმდინარე წლის 23 მაისს 00:00 საათიდან 03:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდებათ სოფელ გამარჯვებიდან ხაშურამდე არსებულ ავტოგაზგასამართ სადგურებს. შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" მომხმარებლებს აღნიშნული შეზღუდვის გამო ბოდიშს უხდის.
09.03.2018
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს გაზგამანაწილებელ სადგურში აღრიცხვის კვანძის რეკონსტრუქციის სამუშაოები მიმდინარეობს. რეაბილიტაციის ფარგლებში, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ მიმდინარე წლის 12 მარტს მრიცხველი და სწორი მონაკვეთი ახლით შეიცვლება. აღნიშნული აუცილებელი გახდა ბუნებრივი გაზის ხარჯის ზრდის გამო. შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 12 მარტს 12:00დან 15:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება სოფელ სანავარდოს 700 აბონენტს. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ დისკომფორტის გამო მომხმარებელს ბოდიშს უხდის. აქვე აღვნიშნავთ, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ სისტემის გამართულად ფუნქციონირებისათვის სისტემატურად ახორციელებს შესაბამის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. კომპანიის ტექნიკური ჯგუფების მიერ განხორციელებული სამუშაოები უზრუნველყოფს მომხმარებლების უწყვეტ, უსაფრთხო და საიმედო გაზმომარაგებას.
09.03.2018
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ჭიათურის გაზგამანაწილებელ სადგურში დაზიანებული მრიცხველის შეცვლის მიზნით გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს ახორციელებს. შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 13 მარტს ერთი საათით, 13:00დან 14:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება ჭიათურის მუნიციპალიტეტის 7500 აბონენტს. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ დისკომფორტის გამო მომხმარებელს ბოდიშს უხდის. აქვე აღვნიშნავთ, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ სისტემის გამართულად ფუნქციონირებისათვის სისტემატურად ახორციელებს შესაბამის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. კომპანიის ტექნიკური ჯგუფების მიერ განხორციელებული სამუშაოები უზრუნველყოფს მომხმარებლების უწყვეტ, უსაფრთხო და საიმედო გაზმომარაგებას.
09.03.2018
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ მიმდინარე წლის 13 მარტს კარდენახის გაზგამანაწილებელ სადგურში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. კერძოდ, ძველი დაზიანებული მრიცხველი შეიცვლება ახლით. შექმნილი ვითარების გათვალისწინებით,მიმდინარე წლის 13 მარტს ერთი საათით, 13:00დან 14:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება სოფლების: კარდენახის, ბაკურციხისა და კოლაგის 2400 აბონენტს. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ დისკომფორტის გამო მომხმარებელს ბოდიშს უხდის. აქვე აღვნიშნავთ, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ სისტემის გამართულად ფუნქციონირებისათვის სისტემატურად ახორციელებს შესაბამის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. კომპანიის ტექნიკური ჯგუფების მიერ განხორციელებული სამუშაოები უზრუნველყოფს მომხმარებლების უწყვეტ, უსაფრთხო და საიმედო გაზმომარაგებას.