უსაფრთხო და ეფექტური გაზის ტრანსპორტირება - ჩვენი ყოველდღიური პასუხისმგებლობა!

02.12.2025
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია (GGTC) საქართველოში ბუნებრივი გაზის უწყვეტი და უსაფრთხო გზებით მიწოდების მთავარი საყრდენია.
ბოლო ათწლეულის მანძილზე მსოფლიოში სულ უფრო მზარდია ყურადღება ეკოლოგიურად სუფთა ენერგორესურსებისადმი, რაც პირდაპირ უკავშირდება კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას.
ამ კონტექსტში, დაბალი ნახშირბადოვანი აირები და ბუნებრივი გაზი ბევრ ქვეყანაში განიხილება როგორც გარდამავალი ენერგორესურსი, რომელიც ნავთობსა და სხვა საწვავებს ანაცვლებს.
🔹ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ენერგომომარაგებისთვის, არამედ გარემოს დაცვის თვალსაზრისითაც: მისი გამოყენება ამცირებს სათბური აირების ემისიებს, ამსუბუქებს ეკოლოგიურ ტვირთს და ხელს უწყობს კლიმატ-გონივრულ განვითარებას.
🔹პარიზის კლიმატის შეთანხმება და მის საფუძველზე შემუშავებული საქართველოს დაბალემისიიანი განვითარების სტრატეგია 2050 წლისათვის მიზნად ისახავს ქვეყნის ნახშირბად-ნეიტრალურობაზე გადასვლას.
🖊️ საქართველო ამ შეთანხმების ხელმომწერია, შესაბამისად იღებს ვალდებულებას სათბური აირების შემცირების მიმართულებით სხვადასხვა სექტორში — ენერგეტიკაში, ტრანსპორტში, სატყეო და სხვა დარგებში — გარემოსდაცვითი პოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებით.
ბუნებრივი გაზის ხელმისაწვდომობა ახდენს ტყეების მასობრივი ჭრის თავიდან აცილებას, გარემოს დაცვას და მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას - რაც მწვანე საქართველოს მშენებლობისკენ გადადგმული ეფექტიანი ნაბიჯია!