ოდორანტის ტრანსპორტირება გორის მუნიციპალიტეტში

22.05.2025

   გაცნობებთ, რომ   მიმდინარე წლის 22 მაისს  განხორციელდება ოდორანტის ტრანსპორტირება გორის მუნიციპალიტეტში. შავშვებისა და ქვახვრელის გაზგამანაწილებელი სადგურების მიმართულებით.

  აღნიშნული ქმედება აუცილებელია ბუნებრივი გაზის ოდორიზების უწყვეტი პროცესიდან გამომდინარე. ოდორანტის ტრანსპორტირების პროცესში, შესაძლოა დაფიქსირდეს ნივთიერების მცირე სუნი, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია შესაძლო დისკომფორტის გამო, მოსახლეობას ბოდიშს უხდის.