გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ავლევის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 29 ოქტომბერს, 11:00-დან 14:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ აღნიშნული გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს.
კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზი არ მიეწოდება ქარელის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: აბანო, აბისი, აბისისთავი, ავლევი, ატოცი, ბერძენაული, ბრეძა, გულიკაანთუბანი, ზემო შაქშაქეთი, კნოლევი, კოდა, კოდავარდისუბანი, მოხისი, საციხური, ცერონისი, ჭვრინისი.
ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.