განცხადება

22.10.2025

გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია მეჯვრისხევის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, / 24 ოქტომბერს, 09:00-დან 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ აღნიშნული გაზგამანაწილებელი სადგურის  მომხმარებლებს.

კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზი არ მიეწოდება ქალაქ გორს და გორის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: აძვი, ახალუბანი, ახრისი, ბერბუკი, თორტიზა, კარალეთი, კვარხეთი, მეჯვრისხევი, მუმლაანთკარი, პატარა გარეჯვარი, რეხა, სვენეთი, ფლავი, ციცაგიაანთკარი, ხელთუბანი, ჯარიაშენი. 

ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.