განცხადება

21.10.2025

გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ჩორჩანას გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, / 23 ოქტომბერს, 09:00-დან 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ჩორჩანას გაზგამანაწილებელი სადგურის  მომხმარებლებს.

კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზი არ მიეწოდება ხაშურის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ტკოცა, ჩორჩანა, წაღვლი.

ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.