გაცნობებთ,რომ ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ'' ვლადიკავკაზ-თბილისის მაგისტრალური გაზსადენის 57,1 კილომეტრიან მონაკვეთზე სახაზო ურდულის ახლით შეცვლის სამუშაოები დაასრულა, აღდგენილია სადგურის გაზმომარაგება და შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას ეტაპობრივად განახორციელებს.
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს სისტემატურად ახორციელებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.