განცხადება

02.12.2025

გაცნობებთ, რომ შპს ‘’საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია’’ ლაითურის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს

აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 4 დეკემბერს, 14:00-დან 15:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ აღნიშნული გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს.

კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზი არ მიეწოდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ლიხაური, აჭი, გოგორეთი, თხინვალი, კონჭკათი, მერია, ნაღობილევი, ჭანიეთი, ხვარბეთი.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ დაბებს: ლაითური, ნარუჯა. 

ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.