აღდგენითი-სარემონტო სამუშაოები "ყარადაღ-თბილისის" მაგისტრალურ გაზსადენზე
            
                29.06.2017
            
                
            
                შპს ‘’საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია’’ ,,ყარადაღ-თბილისის’’ DN 800-700მმ. მაგისტრალურ გაზსადენზე აღდგენით-სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს. აღნიშნული მილსადენის  484-ე  კილომეტრზე მოხდება  № 34 ონკანის კვანძის რეკონსტრუქცია. აღნიშნული მდგომარეობიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 30 ივნისს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის ორ სოფელს: ახალ სამგორსა და გამარჯვებას. შპს ‘’საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია’’ დისკომფორტის გამო მომხმარებელს ბოდიშს უხდის.