აღრიცხვის კვანძის რეკონსტრუქცია დაბა ფასანაურში
            
                28.06.2017
            
                
            
                გაცნობებთ, რომ შპს ‘’საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია’’ აღრიცხვის კვანძის რეკონსტრუქციის მიზნით გეგმავს შესაბამის სამუშაოებს, აღნიშნულის გამო, მიმდინარე წლის 29 ივნისს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე გაზის მიწოდება შეუწყდება დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ფასანაურს. შპს ‘’საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია’’ დისკომფორტის გამო მომხმარებელს ბოდიშს უხდის.