გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 2 ივლისს შპს ‘’საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის’’ კახეთის სამმართველოს მიერ განხორციელდება ოდორანტის ტრანსპორტირება ზემო მაჩხაანის (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი) გაზგამანაწილებელი სადგურის მიმართულებით.
აღნიშნული ქმედება აუცილებელია ბუნებრივი გაზის ოდორიზების უწყვეტი პროცესიდან გამომდინარე. ოდორანტის ტრანსპორტირების პროცესში, შესაძლოა დაფიქსირდეს ნივთიერების მცირე სუნი, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.