გიორგი ზაბახიძე ენერგეტიკის სფეროში მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილების მქონე სპეციალისტია, რომელსაც საქმიანობის მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს ნავთობისა და გაზის სექტორში, მენეჯმენტისა და ოპერაციული პროექტების მართვის მიმართულებით.
უმაღლესი განათლება მიღებული აქვს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, სადაც 1999 წელს მიიღო სამართალმცოდნის კვალიფიკაცია.
პროფესიული საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკავშირებულია ნავთობისა და გაზის სექტორთან.
განათლება:
შალვა ლობჟანიძეს უმაღლესი განათლება მიღებული აქვს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე, სადაც 2007 წელს მიენიჭა საინჟინრო მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხი.
პროფესიული გამოცდილება:
შალვა ლობჟანიძეს აქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება საჯარო სექტორსა და სახელმწიფო მმართველობის სფეროში, განსაკუთრებით ლოჯისტიკის, ფინანსური უზრუნველყოფისა და ადმინისტრირების მიმართულებით.
განათლება:
ირაკლი კანდელაკს მიღებული აქვს უმაღლესი განათლება ბიზნესის, საჯარო ადმინისტრირებისა და საინჟინრო მიმართულებებით:
ემორის უნივერსიტეტის გოიზუეტას ბიზნეს სკოლის, აშშ, დამთავრების შემდეგ მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი, 2003-2005
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მიენიჭა საჯარო ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი აშშ სახელმწიფო მართვის ეროვნული აკადემიიდან, US NAPA, 1996
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მიენიჭა ინჟინერ-ქიმიკოს-ტექნოლოგის ხარისხი, ელექტროქიმიური ინჟინირინგის მიმართულებით, 1988-1993