განათლება:
დიმიტრი ნადირაძეს უმაღლესი განათლება მიღებული აქვს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ინჟინერ-მშენებლის სპეციალობით (1986–1992). შემდგომ სწავლა განაგრძო ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურასა და მაგისტრატურაში, სადაც მიენიჭა ინჟინერ-მშენებლისა და სამთო ტექნოლოგიის მაგისტრის კვალიფიკაცია.
ასევე დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტურანტურა და მიენიჭა საინჟინრო მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი.
გავლილი აქვს საერთაშორისო სასწავლო პროგრამა ნორვეგიაში (ქ. სტავანგერი) „ნავთობის მართვა და ადმინისტრაცია“ მიმართულებით. არის საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (2024).
პროფესიული გამოცდილება:
დიმიტრი ნადირაძეს აქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება სამშენებლო, ნავთობისა და გაზის სექტორებში, ასევე სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებში ხელმძღვანელ და ექსპერტულ პოზიციებზე.
სხვადასხვა პერიოდში იკავებდა შემდეგ თანამდებობებს:
- სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში“ კომერციული დირექტორი და XII ბლოკის დირექტორი (2022–2025)
- ამავე კორპორაციაში კონტროლის დეპარტამენტის ექსპერტი კომერციულ და ტექნიკურ საკითხებში (2018–2022)
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ლოჯისტიკის დეპარტამენტის სამშენებლო სამმართველოს უფროსი (2016–2017)
- საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მშენებლობის საკითხების კოორდინატორი (2018)
- სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა ნავთობისა და გაზის, სამშენებლო და საინჟინრო კომპანიებში ტექნიკურ დირექტორად, დეპარტამენტის უფროსად, პროექტების ხელმძღვანელად და ექსპერტად
- ასევე გააჩნია საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება, მათ შორის აშშ-ის საელჩოს სამშენებლო პროექტებში.
[b]სხვა მიღწევები და კვალიფიკაცია:[-b] - დიმიტრი ნადირაძე არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა და პუბლიკაციის ავტორი სამშენებლო და საინჟინრო სფეროში.
- მინიჭებული აქვს საქართველოს სახელმწიფო ჯილდო — ღირსების მედალი (1999), ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების პროექტებში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.
- დაჯილდოებულია „წლის ინჟინრის“ საპატიო წოდებით (2003).
- გავლილი აქვს არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი სასწავლო პროგრამა ნავთობისა და გაზის პროექტების მართვისა და გარემოს დაცვის სისტემების მიმართულებით.