GGTC - საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია
Youtube Facebook

გაზის მრიცხველების ინსპექტირება და განახლება საქართველოს მასშტაბით

გაზის მრიცხველების ინსპექტირება და განახლება საქართველოს მასშტაბით

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" საზომ-საკონტროლო ხელსაწყოებისა და მეტროლოგიის დეპარტამენტი განაგრძობს საქართველოს მასშტაბით გაზგასამართ სადგურებზე დაგეგმილი სამუშაოების განხორციელებას.


ბოლო 6 თვის განმავლობაში, დეპარტამენტის სპეციალისტებმა თერჯოლის, ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, საირმის, წალენჯიხის, სამტრედიის, კახეთისა და სხვა რეგიონების გაზგასამართ სადგურებზე წარმატებით შეასრულეს მრიცხველების შეცვლისა და ახალი მრიცხველების დამონტაჟების სამუშაოები.


პარალელურად, პროფილაქტიკის მიზნით, მიმდინარეობს მრიცხველების მოხსნა და დაყენება, კერძოდ მათი დემონტაჟი, გაწმენდა, შემოწმება და ხელახალი მონტაჟი. ნაწილი მათგანი შემდგომში გადის სტანდარტიზაციასა და სტენდზე შემოწმებას, რის შედეგადაც დგინდება მოწყობილობის ზუსტი ფუნქციონირება და გაზომვების სისწორე.


განხორციელებული ღონისძიებები მოიცავს როგორც მორიგი პრევენციული შეცვლის, ისე დაზიანებული მოწყობილობების გამოცვლისა და ახლად შექმნილი ობიექტების სრული ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფის სამუშაოებს, ასევე მრიცხველების გაწმენდასა და შემოწმებას. ორივე ღონისძიება, მრიცხველების შეცვლა და მათი პროფილაქტიკა, მიმდინარეობს მთელი საქართველოს მასშტაბით.



გაზის მრიცხველების ინსპექტირება და განახლება საქართველოს მასშტაბით Image1
გაზის მრიცხველების ინსპექტირება და განახლება საქართველოს მასშტაბით Image2
გაზის მრიცხველების ინსპექტირება და განახლება საქართველოს მასშტაბით Image3
გაზის მრიცხველების ინსპექტირება და განახლება საქართველოს მასშტაბით Image4
გაზის მრიცხველების ინსპექტირება და განახლება საქართველოს მასშტაბით Image5
გაზის მრიცხველების ინსპექტირება და განახლება საქართველოს მასშტაბით Image6