GGTC - საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია
Youtube Facebook

ოდორანტის ტრანსპორტირება სამტრედიის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში

ოდორანტის ტრანსპორტირება სამტრედიის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში

გაცნობებთ, რომ შპს ‘’საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის’’ მიერ მიმდინარე წლის 25 ივნისს განხორციელდება ოდორანტის ტრანსპორტირება სამტრედიის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში, სამტრედიის და ჩოხატაურის გაზგამანაწილებელი სადგურების მიმართულებით.


აღნიშნული ქმედება აუცილებელია ბუნებრივი გაზის ოდორიზების უწყვეტი პროცესიდან გამომდინარე. ოდორანტის ტრანსპორტირების პროცესში, შესაძლოა დაფიქსირდეს ნივთიერების მცირე სუნი, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.