გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 24 ივნისს შპს ‘’საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის’’ კახეთის სამმართველოს მიერ განხორციელდება ოდორანტის ტრანსპორტირება იურმუღანლოს და კაჭრეთის გაზგამანაწილებელი სადგურების მიმართულებით.
აღნიშნული ქმედება აუცილებელია ბუნებრივი გაზის ოდორიზების უწყვეტი პროცესიდან გამომდინარე. ოდორანტის ტრანსპორტირების პროცესში, შესაძლოა დაფიქსირდეს ნივთიერების მცირე სუნი, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.