გაცნობებთ, რომ შპს ‘’საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის’’ მიერ მიმდინარე წლის 22 ივნისს განხორციელდება ოდორანტის ტრანსპორტირება ხაშურის მუნიციპალიტეტში, ცხრამუხის (ხაშურის განშტოება), ხაშური 2-ის, შპს "სოკარ ჯორჯი გაზის" და ოსიაურის სამხედრო ბაზის გაზგამანაწილებელი სადგურების მიმართულებით.
აღნიშნული ქმედება აუცილებელია ბუნებრივი გაზის ოდორიზების უწყვეტი პროცესიდან გამომდინარე. ოდორანტის ტრანსპორტირების პროცესში, შესაძლოა დაფიქსირდეს ნივთიერების მცირე სუნი, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.