GGTC - საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია
Youtube Facebook

ოდორანტის ტრანსპორტირება ბოლნისის და დმანისის მუნიციპალიტეტებში

ოდორანტის ტრანსპორტირება ბოლნისის და დმანისის მუნიციპალიტეტებში

გაცნობებთ, რომ შპს ‘’საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის’’ მიერ მიმდინარე წლის 19 ივნისს განხორციელდება ოდორანტის ტრანსპორტირება ბოლნისის და დმანისის მუნიციპალიტეტებში, თაფანისა და დმანისის გაზგამანაწილებელი სადგურების მიმართულებით.


აღნიშნული ქმედება აუცილებელია ბუნებრივი გაზის ოდორიზების უწყვეტი პროცესიდან გამომდინარე. ოდორანტის ტრანსპორტირების პროცესში, შესაძლოა დაფიქსირდეს ნივთიერების მცირე სუნი, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.