GGTC - საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია
Youtube Facebook

ოდორანტის ტრანსპორტირება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში

✕
ოდორანტის ტრანსპორტირება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში

გაცნობებთ, რომ შპს ‘’საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის’’ მიერ მიმდინარე წლის 15 ივნისს განხორციელდება ოდორანტის ტრანსპორტირება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, პრომეთე-დვაბზუს გაზგამანაწილებელი სადგურის მიმართულებით.


აღნიშნული ქმედება აუცილებელია ბუნებრივი გაზის ოდორიზების უწყვეტი პროცესიდან გამომდინარე. ოდორანტის ტრანსპორტირების პროცესში, შესაძლოა დაფიქსირდეს ნივთიერების მცირე სუნი, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.