2026 წლის 21 მაისს, ბოსლევის გაზგამანაწილებელ სადგურში დაგეგმილი სარემონტო-სარეაბლიტიაციო სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ აღნიშნული გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს, კერძოდ - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსლევის მომხმარებლებს.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია უზრუნველყოფს სამუშაოების ოპერატიულ და ეფექტიან შესრულებას გაზის მიწოდების უმოკლეს დროში აღსადგენად.