2026 წლის 20 მაისს, სენაკის სამხედრო ბაზის გაზგამანაწილებელ სადგურში დაგეგმილი სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ აღნიშნული გაზგამანაწილებელი სადგურისა და შპს ,,გაზკო+’’- ის მომხმარებლებს - სენაკის სამხედრო ბაზას, ქალაქ სენაკს და შემდეგ სოფლებს: მენჯი, ნოსირი, ძველი სენაკი, ახალისოფელი, გეჯეთი, თეკლათი, ლეძაძამე, მეორე ნოსირი, ნოქალაქევი, ზემო ჭალადიდი,ზემო სორტა.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია უზრუნველყოფს სამუშაოების ოპერატიულ და ეფექტიან შესრულებას გაზის მიწოდების უმოკლეს დროში აღსადგენად.