წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აიაზმას მიმდებარე ტერიტორიაზე, „წითელი ხიდი – წალკა – ახალქალაქის“ 300 მმ-იან მაგისტრალურ გაზსადენზე დაფიქსირებული დაზიანების სალიკვიდაციო და სარეაბილიტაციო სამუშაოები წარმატებით დასრულდა.
კომპანიის ტექნიკურმა ჯგუფებმა უწყვეტ რეჟიმში, უსაფრთხოების ყველა ნორმისა და ტექნიკური სტანდარტის სრული დაცვით განახორციელეს დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა და გაზსადენის სისტემური შემოწმება. ჩატარებული სამუშაოების შედეგად უზრუნველყოფილია მაგისტრალური ინფრასტრუქტურის გამართული და უსაფრთხო ფუნქციონირება.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბუნებრივი გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა აბონენტებისთვის. გაზმომარაგების პროცესი ხორციელდება კონტროლირებად რეჟიმში, რათა სრულად იყოს დაცული სისტემის სტაბილურობა და უსაფრთხოება.