გაცნობებთ, რომ შპს ‘’საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის’’ მიერ მიმდინარე წლის 23 იანვარს განხორციელდება ოდორანტის ტრანსპორტირება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ურეკის გაზგამანაწილებელი სადგურის მიმართულებით.
აღნიშნული ქმედება აუცილებელია ბუნებრივი გაზის ოდორიზების უწყვეტი პროცესიდან გამომდინარე. ოდორანტის ტრანსპორტირების პროცესში, შესაძლოა დაფიქსირდეს ნივთიერების მცირე სუნი, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.