Youtube Facebook

სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები

სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები
სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ გაცნობებთ: ვლადიკავკაზ–თბილისის მაგისტრალური გაზსადენის 57,1 კილომეტრიან მონაკვეთზე დაგეგმილია სახაზო ურდულის ახლით შეცვლის სამუშაოები.

(სახაზო ურდული – სპეციალური ტექნიკური მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება გაზსადენში გაზის ნაკადის დროებით შეზღუდვის ან სრულად გადაკეტვისთვის სარემონტო სამუშაოების დროს.)

სამუშაოების განხორციელების გამო, 20 დეკემბრის 09:00 საათიდან 21 დეკემბრის 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდება ცდოს გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში: ცდო, გველეთი.

 სამუშაოების დასრულებისთანავე ბუნებრივი გაზის მიწოდება აღდგება გაზგამანაწილებელ სადგურში, ხოლო მოსახლეობისთვის გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად უზრუნველყოფს.