გაცნობებთ, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” ოზურგეთის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.
აღნიშნულის გათვალისწინებით, 26 ნოემბერს 14:00 საათიდან 14:30 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ დასახლებებს: ქალაქი ოზურგეთი, გურიანთა, ხვარბეთი, შემოქმედი, მაკვანეთი, ბოხვაური, წითელმთა, გომი, მელექედური, მერია, დვაბზუ, კვირიკეთი, ციხისფერდი, ცხემლისხიდი, ოზურგეთი, ანასეული, ექადია.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია უზრუნველყოფს სამუშაოების ოპერატიულ შესრულებას გაზის მიწოდების უმოკლეს დროში აღსადგენად.