გაცნობებთ, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ რუსთავი–თელავი–ჟინვალის მაგისტრალურ გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების საბოლოო ეტაპი დაასრულა.
ბუნებრივი გაზის მიწოდება ჭაბუკიანის, გიორგეთის, კაბალის, ლაგოდეხის, კარდენახის, ჩალაუბნისა და გურჯაანის გაზგამანაწილებელ სადგურებში აღდგენილია, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.