გაცნობებთ, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ რუსთავი–თელავი–ჟინვალის მაგისტრალურ გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი დაასრულა.
ბუნებრივი გაზის მიწოდება ჩუმლაყის, ახაშენისა და ველისციხის გაზგამანაწილებელ სადგურებში აღდგენილია, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.