GGTC - საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია
Youtube Facebook

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის განცხადება

✕
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის განცხადება

გაცნობებთ, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ 9 ნოემბრის 06:00 საათიდან 18 ნოემბრის 16:00 საათამდე რუსთავი–თელავი–ჟინვალის მაგისტრალურ გაზსადენზე მასშტაბურ სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.


აღნიშნულიდან გამომდინარე, ბუნებრივი გაზის მიწოდება ეტაპობრივად შეუწყდებათ ქვემოთ ჩამოთვლილი გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს, კერძოდ:


9 ნოემბერს 06:00 საათიდან 17:00 საათამდე – ახმეტის, ოჟიოს, ქისტაურის, ნაფარეულის, თელავისა და წინანდალის გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს;


10 ნოემბერს 06:00 საათიდან 17:00 საათამდე – ჩუმლაყის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს;


10 ნოემბრის 06:00 საათიდან 11 ნოემბრის 16:00 საათამდე – ყვარლის, ვაზისუბნის, ველისციხისა და ახაშენის გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს;


12 ნოემბრის 06:00 საათიდან 13 ნოემბრის 16:00 საათამდე – ჭაბუკიანის, გიორგეთის, კაბალის, ლაგოდეხის, კარდენახის, ჩალაუბნისა და გურჯაანის გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს;


17 ნოემბრის 06:00 საათიდან 18 ნოემბრის 16:00 საათამდე – კაჭრეთის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს.


საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია უზრუნველყოფს სამუშაოების ოპერატიულ შესრულებას გაზის მიწოდების უმოკლეს დროში აღსადგენად.