გაცნობებთ, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” ცდოს გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.
აღნიშნულის გათვალისწინებით, 6 ნოემბერს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: გველეთი, ცდო.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია უზრუნველყოფს სამუშაოების ოპერატიულ შესრულებას გაზის მიწოდების უმოკლეს დროში აღსადგენად.