გაცნობებთ, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” წითელი ხიდი-წალკა-ახალქალაქის მაგისტრალური გაზსადენის სხვადასხვა მონაკვეთზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.
აღნიშნულის გათვალისწინებით, 4 ნოემბერს 06:00 საათიდან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ახალქალაქის, თოთხემის, დაგარახლოს, ყარაბულახის, გომარეთის, თრიალეთისა და წალკის გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს.
კერძოდ, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ შემდეგ დასახლებებს:
ახალქალაქის გაზგამანაწილებელი სადგური: ახალქალაქი, ბავრა, განძა, დიდი გონდურა, დიდი ხანჩალი, დიდი ხორენია, დიდი არაგიალი, დილისკა, დილიფი, ვაჩიანი, თახჩა, თორია, კათნატუ, კარტიკამი, კიროვაკანი, კულიკამი, კუმურდო, მამცვარა, მარტუნი, მურჯახეთი, ნინოწმინდა, ოროჯალარი, პატარა ხანჩალი, პატარა ხორენია, პატარა გონდურა, პატარა არაგიალი, სათხა, საღამო, სპასოვკა, უჯმანა, ფოკა, ღაურმა, ღულალისი, ჩამდურა, ხოსპიო, ხულგუმო, ჯიგრაშენი, ჰეშტია;
თოთხამის გაზგამანაწილებელი სადგური: თოთხამი, კორხი, მაჯადია, ორჯა.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია უზრუნველყოფს სამუშაოების ოპერატიულ შესრულებას გაზის მიწოდების უმოკლეს დროში აღსადგენად.