GGTC - საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია
Youtube Facebook

ოდორანტის ტრანსპორტირება ჩოხატაურის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში

✕
ოდორანტის ტრანსპორტირება ჩოხატაურის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში

გაცნობებთ, რომ შპს ‘’საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის’’ მიერ მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს განხორციელდება ოდორანტის ტრანსპორტირება ჩოხატაურის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში, ჩოხატაურის და ოზურგეთის გაზგამანაწილებელი სადგურების მიმართულებით.


აღნიშნული ქმედება აუცილებელია ბუნებრივი გაზის ოდორიზების უწყვეტი პროცესიდან გამომდინარე. ოდორანტის ტრანსპორტირების პროცესში, შესაძლოა დაფიქსირდეს ნივთიერების მცირე სუნი, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.