GGTC - საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია
Youtube Facebook

ოდორანტის ტრანსპორტირება ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში

✕
ოდორანტის ტრანსპორტირება ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში

გაცნობებთ, რომ შპს ‘’საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის’’ მიერ მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს განხორციელდება ოდორანტის ტრანსპორტირება ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში, გუდაური 3 და გუდაურის გაზგამანაწილებელი სადგურების მიმართულებით.


აღნიშნული ქმედება აუცილებელია ბუნებრივი გაზის ოდორიზების უწყვეტი პროცესიდან გამომდინარე. ოდორანტის ტრანსპორტირების პროცესში, შესაძლოა დაფიქსირდეს ნივთიერების მცირე სუნი, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.