გაცნობებთ, რომ შპს ‘’საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ’’ რუსთავი-თელავი-ჟინვალის მაგისტრალური გაზსადენის დედოფლისწყაროს განშტოებაზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.
ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურებში აღდგენილია, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.