GGTC - საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია
Youtube Facebook

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის განცხადება

✕
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის განცხადება

გაცნობებთ, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” რუსთავი-თელავი-ჟინვალის მაგისტრალური გაზსადენის დედოფლისწყაროს განშტოებაზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.



აღნიშნულის გათვალისწინებით, 20 ოქტომბრის 06:00 საათიდან 21 ოქტომბრის 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ დედოფლისწყაროს, ზემო ქედის, გამარჯვება II-ის, ზემო მაჩხაანის, ზემო ბოდბის, სიღნაღისა და წნორის გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს.


კერძოდ, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ შემდეგ დასახლებებს:


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი: ქალაქი დედოფლისწყარო, გამარჯვება, ზემო მაჩხაანი, მირზაანი, არბოშიკი, ოზაანი, თავწყარო, სამრეკლო, ხორნაბუჯი, ზემო ქედი, სამთაწყარო, ქვემო ქედი, ფიროსმანი, საბათლო, კასრისწყალი.


სიღნაღის მუნიციპალიტეტი: ქალაქი წნორი, ქალაქი სიღნაღი, ბოდბისხევი, ჯუგაანი, ტიბაანი, ქვემო მაჩხაანი, ძველი ანაგა, ხირსა, ხორნაბუჯი, საქობო, მაშნაარი, ვაქირი, ანაგა, კარდენახი, ნუკრიანი, ზემო მაღარო, ზემო ბოდბე, ქვემო ბოდბე, ქვემო მაღარო, ილიაწმინდა.


საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია უზრუნველყოფს სამუშაოების ოპერატიულ შესრულებას გაზის მიწოდების უმოკლეს დროში აღსადგენად.