GGTC - საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია
Youtube Facebook

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის განცხადება

✕
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის განცხადება

გაცნობებთ, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” ხიზაბავრას გაზგამანაწილებელ სადგურში  სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, 16 ოქტომბერს 11:00 საათიდან 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ასპინძის მუნიციპალიტეტის შემდეგ დასახლებებს: ხიზაბავრა, სარო, თოკი, ვარგავი, ჩუნჩხა, პტენა.


საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია უზრუნველყოფს სამუშაოების ოპერატიულ შესრულებას გაზის მიწოდების უმოკლეს დროში აღსადგენად.