GGTC - საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია
Youtube Facebook

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის განცხადება

✕
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის განცხადება

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" გაცნობებთ, რომ 13 ოქტომბერს 06:00 საათიდან 17:00 საათამდე წითელი ხიდი - წალკა - ახალქალაქის მაგისტრალური გაზსადენის სხვადასხვა მონაკვეთზე სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება.


სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ:


დაგარახლოს, ყარაბულახის, გომარეთის, თრიალეთისა და წალკის გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს;


ახალქალაქის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს შემდეგ დასახლებებში: ახალქალაქი, ბავრა, განძა, დიდი გონდურა, დიდი ხანჩალი, დიდი ხორენია, დიდი არაგიალი, დილისკა, დილიფი, ვაჩიანი, თახჩა, თორია, კათნატუ, კარტიკამი, კიროვაკანი, კულიკამი, კუმურდო, მამცვარა, მარტუნი, მურჯახეთი, ნინოწმინდა, ოროჯალარი, პატარა ხანჩალი, პატარა ხორენია, პატარა გონდურა, პატარა არაგიალი, სათხა, საღამო, სპასოვკა, უჯმანა, ფოკა, ღაურმა, ღულალისი, ჩამდურა, ხოსპიო, ხულგუმო, ჯიგრაშენი, ჰეშტია;


თოთხემის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს შემდეგ დასახლებებში: თოთხემი, კორხი, მაჯადია, ორჯა.


საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია უზრუნველყოფს სამუშაოების ოპერატიულ შესრულებას გაზის მიწოდების უმოკლეს დროში აღსადგენად.