გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს შპს ‘’საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის’’ კახეთის სამმართველო განახორციელებს ოდორანტის ტრანსპორტირებას წნორის, სიღნაღის და კარდენახის გაზგამანაწილებელი სადგურების მიმართულებით.
აღნიშნული ქმედება აუცილებელია ბუნებრივი გაზის ოდორიზების უწყვეტი პროცესიდან გამომდინარე. ოდორანტის ტრანსპორტირების პროცესში, შესაძლოა დაფიქსირდეს ნივთიერების მცირე სუნი, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.