გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 29 სექტემბერს შპს ‘’საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის’’ კახეთის სამმართველო განახორციელებს ოდორანტის ტრანსპორტირებას ყვარლის, კაბალის და ჭაბუკიანის გაზგამანაწილებელი სადგურების მიმართულებით.
აღნიშნული ქმედება აუცილებელია ბუნებრივი გაზის ოდორიზების უწყვეტი პროცესიდან გამომდინარე. ოდორანტის ტრანსპორტირების პროცესში, შესაძლოა დაფიქსირდეს ნივთიერების მცირე სუნი, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.