გაცნობებთ, რომ შპს ‘’საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ’’ თეთრიწყაროს გაზგამანაწილებელ სადგურში სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.
ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში აღდგენილია, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.