გაცნობებთ, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” აბაშის გაზგამანაწილებელ სადგურში სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.
აღნიშნულის გათვალისწინებით, 23 სექტემბერს 07:00 საათიდან 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ აბაშის მუნიციპალიტეტის შემდეგ დასახლებებს: აბაშა, ძვ.აბაშა, ონტოფო, სეფიეთი, მაცხოვრისკარი, საბოკუჩავო, ნორიო, საგვაზაო, ძიგური, გაღმა ზანათი, სუჯუნა, აბაშისპირი, გამოღმა კოდორი, ეწერი, ნაესაკოვო.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია უზრუნველყოფს სამუშაოების ოპერატიულ შესრულებას გაზის მიწოდების უმოკლეს დროში აღსადგენად.