GGTC - საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია
Youtube Facebook

ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

17 სექტემბერს, ზაჰესის კაშხლის ტერიტორიაზე ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. დარგის წარმომადგენლებს პროფესიული დღე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა მიულოცეს და გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.


ღონისძიების ფარგლებში, დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, 16 დამსახურებული ენერგეტიკოსი დაჯილდოვდა, მათ შორის საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მთავარი დისპეტჩერის მოადგილე, გიორგი ჩაგელიშვილი, რომელმაც ეს აღიარება მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობით დაიმსახურა.


ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონდებლო ხელისუფლების, ასევე საქართველოში მოქმედი ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მათ შორის, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, დიმიტრი ნადირაძე. 


საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია გილოცავთ ენერგეტიკოსის დღეს!

ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება Image1
ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება Image2
ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება Image3
ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება Image4
ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება Image5