შპს ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ" საგურამო–ქუთაისის მაგისტრალური გაზსადენის ხარაგაულის განშტოების გაზსადენზე სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.
ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურებში აღდგენილია, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.