GGTC - საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია
Youtube Facebook

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის განცხადება

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის განცხადება
გაცნობებთ, რომ საგურამო–ქუთაისის მაგისტრალური გაზსადენის ხარაგაულის განშტოების გაზსადენზე სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება.


აღნიშნულის გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, 06:00 საათიდან 17:00 საათამდე გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება ბოსლევის, წევის, ხარაგაულისა და ზესტაფონის გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს, კერძოდ, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის შემდეგ დასახლებებს: ზესტაფონი, ხარაგაული, ლაშე-კიცხი, ისლარი, ძირულა, ბოსლევი, წევა, ზედა საქარა, ქვედა საქარა, დილიკაური, ზედა ბოსლევი, რკვია, შორაპანი, ტაბაკინი, ზედა კლდეეთი და რთვინი.


გაზმომარაგების აღდგენა განხორციელდება სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე.